სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალი ქეთა თოფურიას ქმრის ირგვლივ - რაზე ალაპარაკდა ლევ დენგოვის ყოფილი, მეორე ცოლი

ლევ დენგოვის ყოფილმა ცოლმა ირინა რაკიმ დენგოვზე ერთ-ერთ ტელეშოუში ისაუბრა.

როგორც ცნობილია, დენგოვს ქეთამდე 2 ცოლი ჰყავდა...

2013 წელს პირველ მეუღლეს გაეყარა, რომელთან ერთად ბიჭს, ლეონიდს ზრდის...

მეორე მეუღლე კი მოდური წვეულებების მოყვარული - ირინა რაკი იყო. მათი ურთიერთობა ტრაგიკულად დასრულდა:

2015 წელს შეეძინათ გოგო, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

2018 წელს ირინამ ერთ-ერთ ტელეშოუში ისაუბრა ლევის „ღალატზე“:

„სრულიად ჯანმრთელი, ლამაზი გოგონა შემეძინა. სამი თვის რომ გახდა, აცრა გავუკეთეთ, რის შემდეგაც ყველაფერი აირია. პატარამ ვერ შეძლო ძალების აღდგენა და 9 თვეში გარდაიცვალა.

როცა ვიმშობიარე, ჩემი ქმარი გვერდით მყავდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როგორც კი გაიგო, შვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მიგვატოვა და გაიქცა.

ჩვენ მინსკში ვცხოვრობდით და შემდეგ გადავედით მონაკოში.

მონაკოდან ბილეთი მიყიდა და მინსკში გამიშვა. სანამ თვითმფრინავში ვიყავი, ბრძანება გასცა, სახლში ყველა საკეტი შეეცვალათ“, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ლევის მეორე მეუღლემ.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100