სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოკლე ადამიანური ისტორიები: წერილი შვილს

ამ წერილს სამი მიზეზის გამო გწერ:

1.ცხოვრება, ბედი და წარუმატებლობა ამოუცნობი საკითხებია. არავინ იცის, ვინ რამდენ ხანს იცოცხლებს და ამიტომაც, სჯობს დროულად თქვა შენი სათქმელი.

2.მე მამაშენი ვარ და თუ ჩემგან არ მოისმენ ამას, დარწმუნებული ვარ, რომ სხვა არავინ გეტყვის.

3.რაც ამ წერილში წერია, ჩემი პირადი გამოცდილებაა და ვფიქრობ, ამ ყველაფრის ცოდნით შეძლებ თავიდან აიცილო უამრავი უსარგებლო გულისტკივილი.

მინდა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე გახსოვდეს:

1. ყველა ადამიანი კარგად ვერ მოგექცევა და ნურც მოითხოვ ამას. მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს აკისრიათ ამის მორალური პასუხისმგებლობა...

გახსოვდეს ყველა, ვინც სიკეთით გექცევა, იყავი მადლიერი, თუმცა, ამავდროულად სიფრთხილესაც მოუხმე. გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს აქვს მოტივი რის საფუძველზეც ნაბიჯს დგამს – ბოროტს, თუ კეთილს... როდესაც ადამიანი კეთილად გექცევა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად უყვარხარ. კარგად დაფიქრდი, ვიდრე ვინმეს მეგობრად მიიღებდე...

2. არავინაა შეუცვლელი და არ არსებობს ამქვეყნად საგანი, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდე. კარგად დაიმახსოვრე ეს სიტყვები და მეტად გაგიადვილდება შეეგუო იმის დაკარგვას, ვინც გიყვარს და იმის ვერმიღებას, რაც გსურს.

3. ცხოვრება ხანმოკლეა და როდესაც დღეს დროს კარგავ, ხვალ შეიძლება აღმოაჩინო, რომ იგი უკვე აღარ გაქვს. რაც უფრო მალე დააფასებ სიცოცხლეს, მით უფრო უკეთ ისიამოვნებ მისით.

4.სიყვარულს შეუძლია იყოს როგორც მუდმივი, ასევე წარმავალი.

თუ ადამიანმა მიგატოვა, იყავი მომთმენი, დრო მიხედავს შენს ჭრილობებს და სევდას. ნუ გააზვიადებ ნურც სიყვარულის სიტკბოს, მშვენიერებასა და განშორების ტკივილს.

5.ბევრ წარმატებულ ადამიანს არ ჰქონია კარგი განათლება, მაგრამ ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია წარმატებას მიაღწიო მძიმე შრომის გარეშე. ცოდნა შენი ცხოვრების იარაღია.

6.არ ველი, რომ შეგეძლება ფინანსურად უზრუნველმყო მაშინ, როდესაც მოვხუცდები. ისევე როგორც მე არ შემეძლება ფინანსურად უზრუნველგყო მთელი ცხოვრების მანძილზე.

7. შენ პატივს სცემ შენ სიტყვებს, მაგრამ ნუ ელი, რომ სხვებიც ამას გააკეთებენ. შენ შეგიძლია იყო კარგი ადამიანთათვის, მაგრამ ნუ ელი, რომ ისინიც კარგები იქნებიან შენს მიმართ. და თუ ამას გაითავისებ, შეგეძლება თავიდან აიცილო ფუჭი ტკივილი...

8. ცხოვრებაში ბევრი "ლატარია" მითამაშია, მაგრამ პრიზისთვის არასოდეს ვიბრძოდი. თუ გსურს მდიდარი გახდე, მძიმედ უნდა იშრომო."უფასო სადილები" არ არსებობს.

9. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი დრო გვაქვს გატარებული ერთად. მოდი, დავაფასოთ ეს დრო. ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ ერთად ვიქნებით სიცოცხლის შემდგომ ცხოვრებაში...

სიყვარულით, მამა.

წყარო: www.4motivi.com (სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100