ჯენიფერ ლოპესმა ახალი ფოტოსესიით დაამტკიცა, რომ წლები ვერაფერს აკლებს
48 წლის პოპ დივამ ჯენიფერ ლოპესმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნება შესაძლებელია. ჯეი ლო ცნობილი ბრენდის Guess-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ფოტოსესიაში გამოჩნდა და მისმა ბრწყინვალე სხეულმა თაყვანისმცემლების გაოცება გამოიწვია.
Guess-ის სახე რომ გამხდარიყო, ეს იდეა თავად შესთავაზა ლოპესს ამ ბრენდის თანა დამფუძნებელმა პოლ მარჩიანომ:
"მიუხედავად იმისა, რომ ჯეი ლო ამდენი წლის განმავლობაში სცენაზე დგას, მისი პოპულარობა არასდროს დაწეულა, პირიქით - უფრო და უფრო იზრდება. ჩვენს სარეკლამო კამპანიაში აქცენტი გავაკეთეთ ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე ქალის ცხოვრებაში - ისინი გამოცდილების დაგროვების შემდეგ უფრო მეტად ლამაზები და წარმატებულები ხდებიან" - განაცხადა პოლ მარჩიანომ.
როგორც აღმოჩნდა, Guess ლოპესის ერთ-ერთი უსაყვარლესი ბრენდია და ამიტომ შემოთავაზებას სიხარულით დათანხმდა.
კომენტარი