სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოზურგეთს სტუმრობდა

ვიზიტის ფარგლებში დავით სერგეენკო და არჩილ თალაკვაძე, მხარის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად სამედიცინო სფეროს მუშაკებს, შშმ პირებს და ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე და C ჰეპატიტის პროგრამაზე ისაუბრეს. შეხვედრა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

“არჩილს დიდი დამსახურება აქვს სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში. ასევე, მან მოამზადა ზუსტად გათვლილი C ჰეპატიტის პროექტი, რაც აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და C ჰეპატიტის პროგრამა მთელს ქვეყანაში დაგვეწყო” - განაცხადა მინისტრმა.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100