სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თსუ-ში სტუდენტების ორი აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ორი აქცია მიმდინარეობს. უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგეები სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებზე შეიკრიბნენ, ხოლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის და გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერები - უნივერსიტეტის ეზოში.

უნივერსიტეტის დაცვა სტუდენტთა ორ ჯგუფს შორის არის ჩამდგარი და ჯაჭვი აქვს გაკეთებული.

სტუდენტების ჯგუფი, რომელიც რამდენიმე დღეა უნივერსიტეტის ფოიეში ღამეს ათენებს, მოითხოვს უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100