სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სოციალური პარტნიორობის“ ორგანიზებით ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელთათვის საზაფხულო დასვენება მოეწყო.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ – საქართევლოში ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია, წლების განმავლობაში ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისთვის საზაფხულო არდადეგებს აწყობს.

წელს, ბავშვებმა ერთი თვე ქობულეთში გაატარეს!

„ჩვენი ბავშვები მთელი წლის განმავლობაში კარგად სწავლობდნენ, წარმატებებს მიაღწიეს სპორტში, მიიღეს დიპლომები სასკოლო ოლიმპიადებზე და კარგი დასვენება დაიმსახურეს. მათთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები. ბავშვები დადიოდნენ ექსკურსიებზე, მათ უფასოდ უმასპინძლეს ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა, კინოთეატრმა „აპოლომ“ და გასართობმა პარკმა „ციცინათელამ“ რამაც ბავშვებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„სოციალური პარტნიორობა“ მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების გახარებას! ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მათ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ!“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში მუშაობს 2012 წლის 12 აპრილიდან.

ფონდის ძირითადი მიმართულებებია: მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების აღმოჩენა.

ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში.

დღეისთვის ფონდის მზრუნველობის ქვეშ არის 700 ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვი.

ფონდის ოფიციალური საიტი: https://fsp.ge/

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook–ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100