სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს იუსტიციის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევებს ერთი საათის განმავლობააში იტარებდა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი მერაბიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დიაგნოზი სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

„ციხის სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა საჭიროდ შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და გუშინ საღამოს იქნა გადაყვანილი. დანიშნულების დანიშვნის მერე დაბრუნდა და იმყოფება დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. კლინიკაში დაყო, დაახლოებით, ერთი საათი და 19.20-ზე იმყოფებოდა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“- აღნიშნულია განცხადებაში.

ვანო მერაბიშვილის მონახულებას სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მისი ადვოკატებიც გეგმავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100