"სულ გვეხვეწებოდა შევიკრიბით კლასიო და რომ ვიკრიბებოდით,ყველაზე მაგრად ერთობოდა...მეცოდებით ყველა, ვინც ამ კეთილი, ალალი ადამიანის გაცნობა ვერ მოახერხეთ"
"მეცოდებით ყველა,ვინც ამ კეთილი,ალალი,საყვარელი და უკარგესი ადამიანის გაცნობა ვერ მოახერხეთ. ყოველთვის კარგ ხასიათზე,ყოველთვის ყველას გამხიარულებას ცდილობდა. სულ გვეხვეწებოდა შევიკრიბით კლასიო და რომ ვიკრიბებოდით,ყველაზე მაგრად ერთობოდა,ყველას ძალით გვხოდავდა.
მადლობა რომ ჩვენთან იყავი ცოტა ხნით მაინც.გვიყვარხარ,არასდროს დაგივიწყებთ და შენი სახელით ბევრ კარგ რამეს გავაკეთებთ.
P.S ყველა შეკრებაზე სიმღერებს,სასმელს და საჭმელს სულ გვიწუნებდა,მაგრამ ყველაზე კმაყოფილი მაინც ეგ იყო". - ასეთ პოსტს აქვეყნებს 19 წლის გიორგი შაქარაშვილზე მისი მეგობარი ანა ტაბატაძე.
კომენტარი