სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიციის აქტივისტებმა გურამ მაჭარაშვილს ბრიფინგის გამართვის საშუალება არ მისცეს

ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, პარლამენტის დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ქართველი ხალხის მოტყუებისთვის გურამ მაჭარაშვილი დაწინაურდა.

„ეს ადამიანი დააწინაურეს ღალატისთვის, ქართველი ხალხის მოტყუებისთვის, ეს ადამიანი გახდა კომიტეტის თავმჯდომარე. ეს იყო ინიციატორი იმისა, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ეს არის სამარცხვინო, ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი. მოვუვარდით ამ მაჟორიტარს და მივუვარდებით ყველა მაჟორიტარს, არ მივცემთ საშუალებას, რომ ასე თავისუფლად არ იარონ და არ ატყუონ ხალხი“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ბექა ნათელაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილმა შენობა სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.

გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ არის წარდგენილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100