ორი მოწამლული და ერთი გარდაცვლილი - სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევა ლენტეხში
ლენტეხის რაიონში რამდენიმე ადამიანი სოკოთი მოიწამლა, ერთი მათგანი ნახევარ საათში ადგილზევე გარდაიცვალა.
ორი კი გადმოყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში. რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას თქმით, შემთხვევა გუშინ 4 საათზე მოხდა, 76 და 67 წლის ორი პაციენტი რამდენიმე საათში შემოიყვანეს კლინიკაში,
მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.
კომენტარი