"იყო დიაგნოზი და ... ხანგრძლივი დუმილი...ყველაფერი მაღიზიანებდა, ჩავიკეტე საკუთარ თავში, სულ სამმა ადამიანმა იცოდა" - გიორგი პაპკიაური
მომღერალი გიორგი პაპკიაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"იყო დიაგნოზი და .........
ხანგრძლივი დუმილი; სუნთქვა, რომელიც ყველას ესმოდა ჩემს გარდა; სიცილი, რომელშიც მხოლოდ სიჯიუტე და ხასიათი იკვეთებოდა...იყო ღამე, ღამე, ღამე და დღე, რომელსაც არ ვემეგობრებოდი.ტკივილი? არანაირი...უფრო მძიმე სიცარიელე, რომელსაც გრძნობ, მაგრამ ვერ ხედავ. იყო საკუთარ თავთან დიალოგი, ხალხის ამოცნობის მცდელობა, მათი გამართლება და მათი დამარცხება სიტყვასთან, გრძნობებთან, ადამიანობასთან და სიყვარულთან.
ძალიან რთულია მარტო დარჩენა შიშთან, მისი დამარცხება და ახალი მიზნების დასახვა მაშინ, როცა ჯერ ძველი მიზნები გაქვს განსახორციელებელი. ყოველ დღე ვჩხუბობდი ჩემს მეორე მესთან, რომელიც მიმტკიცებდა, რომ არაფერს აღარ ჰქონდა აზრი, რომ მნიშვნელობა დაკარგა ყველაფერმა, რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო და რომც მიმეღწია მიზნისთვის მაინც ძალიან ხანმოკლე იქნებოდა გამარჯვებით ტკბობა.
ყოველ დღე, თვალს რომ გავახელდი, ვიწყებდი ფიქრს რა უნდა მომესწრო და ამ დროს ვხვდებოდი ...ან ყველაფერი ან არაფერი.
ერთი ანალიზიც ჩავაბარე, რომლის პასუხმაც მოულოდნელად ძალიან გამახარა.. ამოვისუნთქე და ამ ამოსუნთქვას გაჰყვა ის სიმძიმე, რაც მაწუხებდა, ის სიჩუმე და უსუსურობა.
ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა ამ მდგომარეობაში, რომ ვიყავი სუსტი, უსუსური და ვერაფერს ვერ ვახერხებდი საიმისოდ, რომ ეს დამემარცხებინა...
სულ სამმა ადამიანმა იცოდა ის, რაც იცოდა.მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მაღიზიანებდა, ჩავიკეტე საკუთარ თავში, აღარ დავდიოდი ღამის კლუბებსა და ბარებში, სიმღერითაც მხოლოდ დახურულ ღონისძებებზე ვმღეროდი, ვინაიდან ნერვები არ მყოფნიდა, მაინც ვცდილობდი არავის არ შეემჩნია ჩემი მდგომარეობა და ასეც მოხდა.
არავინ არაფერი არ იცოდა...ვიყავი ჩუმად, სახლიდან გარეთ არ გავდიოდი და იშვიათად ვეკონტაქტებოდი ხალხს.
შედეგი?))) სულ რამოდენიმე ადამიანი მოდიოდა და ჩემს გვერდით იდგა მიუხედავად იმისა, რომ ისინიც დღეს გაიგებენ იმ ამბავს რასაც ვწერ, სულ რამოდენიმე ადამიანი დარჩა ადამიანად (არ ვგულისხმობ ფეისბუქ მეგობრებს),ფეისბუქზე ბევრად დიდი სიყვარული და სითბო იგრძნობოდა))
იმ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ვისაც უნდა მოვეკითხე, გაჰკვირვებოდა ჩემი უჩვეულო მდგომარეობა, იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც ჩემთან აღამებდნენ, ათენებდნენ,რომლებიც სიყვარულს მეფიცებოდნენ და...
მე დღეს ძალიან კარგად ვარ, ბევრი ახალი და გიჟური ამოცანები დავისახე მიზნად, ბევრი ახალი სიმღერა და ბევრი ახალი წამოწყება, რომელსაც წარმატებით განვახორციელებ.
მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა - გაჭირვების დროს მტერიც მოდის, რომ დაგცინოს, ლხინის დროს - ვისაც დაპატიჟებ,დუმილის დროს კი - ვისაც შენი ესმის!
თუ გინდა გაიგო ვინ იქნება შენს გვერდით ყოველთვის, გაჩუმდი... უბრალოდ გაჩუმდი და ვინც შენს სიჩუმეს აიტანს ის არის შენი ადამიანი.
პ.ს დიახ, გაჭირვება იმას არ ნიშნავს, რომ გვეტყობოდეს.
აი ასე შეუმჩნევლად დავამარცხე ავადმყოფობა 6 თვის მერე"
გ.პაპკიაური
კომენტარი