სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მომღერალი გოგო უყვარდა, ოჯახის შექმნაზეც კი ფიქრობდა, 19 წელს არ გადავაშორებო, გვეუბნებოდა, მანქანა მიყიდეთო" - მაჩალიკაშვილის დედა თემირლანის შესახებ საუბრობს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის, სისცოცხლე შეეწირა, 5 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ოჯახს ჯერ კიდევ არ აქვს ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, რატომ შეიჭრა სპეცრაზმი მათ სახლში და რატომ ესროლეს მძინარე თემირლანს.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ჟურნალსარკესთანთემირლანის ბავშვობას იხსენებს.

თემირლანი ბავშვობიდანვე იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. სხვა ბავშვებთან შედარებით არ იყო ცელქი, პირიქით, იყო დინჯი, წყნარი, ოღონდ ამავე დროს ძალიან სამსრთლიანი. თუ ხედავდა, რომ ვინმე კამათობდა და მან იცოდა ვინ იყო მართალი, აუცილებლად მას დაუჭერდა მხარს. ფიზიკურად დიდი იყო, 6 კილოგრამნახევარი დაიბადა.

შეყვარებული ჰყავდა, მომღერალი გოგო უყვარდა. ოჯახის შექმნაზეც კი ფიქრობდა. ასაკით თავისზე უფროს ნათესავებს ეუბნებოდა, 19 წელს არ გადავაშორებ, მეუღლე მალე უნდა მყავდესო. რამდენიმე თვე გეგმავდა ოჯახის შექმნას და გვეუბნებოდა, მანქანა მიყიდეთო. მე და მალხაზსაც გვქონდა გეგმები მის ცხოვრებაზე. ვფიქრობდით, ცოლს მოიყვანს, ბინას თბილისში ვუყიდით, გადავიდნენ და ტკბილად იცხოვრონ-თქო. ჩემს მეუღლეს ნაცნობები გაფრთხილებული ჰყავდა სამსახურზე და თემირლანს დაცვის პოლიციაში უნდა დაეწყო მუშაობა“ - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100