სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბერძნეთის დახმარებაზე გერმანია უარს ამბობს

გერმანიას არ სურს, რომ ევროპის გადარჩენის ფონდის თანხები მეორად ბაზარზე ბერძნული სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვისთვის იქნას გამოყენებული. ამ მოტივით, ოფიციალურმა ბერლინმა ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთ–ერთი ძირითადი გადაწყვეტილება გააპროტესტა.

გერმანელ ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ თუ ევროპის ცენტრალური ბანკი და სავალუტო ფონდი საბერძნეთს უკვე მომავალი წლისთვის უწინასწარმეტყველებენ ბიუჯეტის პროფიციტს, მაშინ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც აზრს კარგავს. ამ მოსაზრებას ეთანხმება გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგან შოიბლე.

ევროკავშირის „ბერძნულ“ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ევროზონის ყველა ქვეყნის პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ. ამის გამო, არ არის გამორიცხული გერმანიის გარდა, სამიტის ძირითადი საკითხების დამტკიცების სხვა მოწინააღმდეგეებიც გამოჩნდნენ. თუ პრობლემური ბერძნული ქაღალდების შეძენაზე სანქცია არ იქნა მიცემული, პრობლემა, შესაძლოა, სხვა გზით მოგვარდეს. კერძოდ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, უნდა მოხდეს ნაწილობრივი ჩამოწერა და არსებული ქაღალდების ჩანაცვლება სხვა ქაღალდებით, ოღონდ უკვე დისკონტით, რასაც ნაწილობრივი, ან შერჩევითი დეფოლტი ეწოდება.

ანალოგიურ ვითარების წინაშე, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც აღმოჩნდნენ. დასაშვებია, რომ ეს იმ ქვეყნების მიმართაც იქნას გამოყენებული, ვინც წინასწარვე პოტენციურ დეფოლტურ ქვეყნებს წარმოადგენენ. მათ შორის კი, ამ დროისთვის, ირლანდია და პორტუგალია მოიაზრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100