სექს-სკანდალი სკოლაში - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმენეთს დირექტორი და მასწავლებელი?
აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონის სკოლის დირექტორი და ყოფილი მასწავლებელი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. ქალმა საჩივარიც შეიტანა აკიფ მაზანოვის წინააღმდეგ და მას ბრალს შანტაჟში დასდო. როგორც ირკვევა, დირექტორმა ქიმიის პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა დიპლომი თან არ გაატანა, რამაც ხელი შეუშალა სხვა სკოლაში დაეწყო მუშაობა. როდესაც ქალმა საკუთარი დიპლომის წაღება გადაწყვიტა ყოფილი სამსახურიდან, დირექტორმა სანაცვლოდ 300 მანეთი მოსთხოვა. ფაქტის გახმაურების შემდეგ, მაზანოვმა განმარტა, რომ პედაგოგი სამსახურიდან სექსუალური ხასიათის ქცევის გამო დაითხოვა. ეს ქცევა კი პორნო ვიდეოს ყურებას გულისხმობდა სკოლის კომპიუტერში. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი