დღეს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
1776 წლის 4 ივლისს მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 13 კოლონია ინგლისისგან დამოუკიდებელ შტატებად გამოაცხადა და დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაამტკიცა.
დეკლარაციის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ახალი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნა.
4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღედ ამ სახელმწიფოს ერთ-ერთმა მეთაურმა ვუდრო ვილსონმა გამოაცხადა.
კომენტარი