სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი საქართველოს გივი თარგამაძის დაკავების მოთხოვნას გაუგზავნის

რუსეთის ხელისუფლება უახლოეს პერიოდში საქართველოში დეპუტატ გივი თარგამაძის დაკავების მოთხოვნას გამოგზავნის. ამის შესახებ "ინტერფაქსი" წყაროზე დაყრდნობით წერს.

"როგორც კი ინტერპოლი ოფიციალურად დაადგენს ქართველი პოლიტიკოსის ადგილსამყოფელს და საქმის კურსში ჩააყენებს რუსეთის გენერალურ პროკურატურას, თბილისში ოფიციალური მოთხოვნა გაიგზავნება მისი დაკავების შესახებ",- განუცხადა წყარომ "ინტერფაქსს".
მისივე განმარტებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება დააკავოს საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირი, ხოლო შემდეგ განიხილოს მისი გადაცემის საკითხი.
ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა დააკავებს გივი თარგამაძეს და შესაბამის უწყებას მიიღებს რუსეთის გენერალური პროკურატურა, მოსკოვი ქართველი დეპუტატის ექსტრადიციას მოითხოვს.
გივი თარგამაძე რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებაშია ბრალდებული. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100