სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქრუაშვილი ივანიშვილს ღირსების შელახვისთვის ვერსალის სასამართლოში უჩივის

“ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ფრანგი ადვოკატების მეშვეობით,ვერსალის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს,”- ამის შესახებ„ტრიბუნას“ საფრანგეთიდან, სანდო წყაროზე დაყრდნობით, აცნობეს.

სარჩელი, სავარაუდოდ, "სახელისა და ღირსების შემლახავი დაუდასტურებელი ინფორმაციებისგავრცელების“ საკითხს შეეხება. ანუ საუბარია გაზეთ „ასავალ–დასავალში“ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ივანიშვილი ოქრუაშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავთანამშრომლობს.
წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი ის ფაქტი გახდა,რომ ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა და, შესაბამისად, ფრანგული მართლმსაჯულების იურისდიქციას ექვემდებარება, თანაც ჩაწერილია იმავე 78-ე დეპარტამენტში, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი ცხოვრობს.

მართლა აპირებს თუ არა ოქრუაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის სასამართლოში სარჩელის შეტანას? – ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად „ტრიბუნა“ ირაკლი ოქრუაშვილის პირად მდივანს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თავად საქმის კურსში არ არის, ირაკლი ოქრუაშვილი კი ორი დღეა არ დაკონტაქტებია და მასთან საუბარს როგორც კი შეძლებს, ამ ინფორმაციის დაზუსტებასაც შეეცდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100