სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიცია, ხელისუფლების დამხობის ახალ გზებს რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად ეძებს

ოპოზიციოენერებს მდგომარეობა მართლა მძიმე და გამოუვალი აქვთ -არჩევნებში ხელისუფლებას ვერ ამარცხებენ ხალხი კი ბარე ხუთჯერ გამოიყვანეს ქუჩაში და შინ გაუშვეს.
ოპოზიციის რადიკალური ფრთა დარწმუნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, 2013 წლამდე ძვრას ვერ უზამენ - საკუთარი რესურსით. ამიტომ, სხვა გზა აღარ დარჩენიათ და ისევ რუსეთს, პუტინს მიადგნენ. იმედი აქვთ, ვლადიმერ პუტინი დაეხმარებათ "მიშას დამთავრებაში"!
ჩვენი ინფორმაციით, ივნისში ან ივლისში, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიმართება კრემლის მაღალჩინოსნებისა და ქართული ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრა. ეს ის საიდუმლო მრჩევლები არიან პუტინ-მედვედევისა, რომელთაც პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ხელისუფლებათა სვლა და კონტროლი ევალებათ. ამ ხალხს სათავეში მედვედჩუკი უდგას, ქართული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად. ამ შეხვედრაზე განიხილება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობის გეგმა. პრაქტიკულად, კრემლის ემისრები შეხვედრაზე გეგმის რამდენიმე ვარიანტს ჩაიტანენ და ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციების შემდეგ, შესაბამის დროსა და მომენტში, მათ ყველაზე მისაღებ ვარიანტს შეაჩეჩებენ ხელში. აი, რა გეგმაზეა ლაპარაკი, როცა ქალბატონი ბურჯანაძე გაჰკივის, შემოდგომაზე სააკაშვილის დემონტაჟის გეგმა ხელთ მექნებაო. ახლა მას არანაირი გეგმა არ აქვს. თქვას, შემოდგომამდე რას უცდის? იცდის იმიტომ, რომ ივლისში მისცემენ მოსკოველი ემისრები სამოქმედო გეგმას და ერთი-ორი თვეც მის შესწავლა-დამუშავებაც ხომ სჭირდება?
ზუსტად სად და როდის გაიმართება შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია. ერთი ნაღდია, ბერლინში, სასტუმრო "კემპინსკში" აღარ შეხვდებიან ეს ოპოზიციას ცუდად აქვს დაცდილი. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრას აუცილებლად დაესწრებიან ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა, და ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ევროკავშირში გადაადგილება არა აქვს შეზღუდული. შეხვედრას კიდევ ერთი პიროვნება დაესწრება, რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია. თუმცა, ცნობილია მისი მისია. ეს ადამიანი ამ თავყრილობაზე იქნება დსთ-სა და ევროპის ქვეყნებში მოქმედი ქართველი კანონიერი ქურდების წარმომადგენელი, სრულუფლებიანი წევრის სტატუსით. რუსეთის სპეცსამსახურები, ქართული ოპოზიციის ლიდერები და პერსონა X, ერთად განიხილავენ, თუ რა ფორმით, დოზით და საშუალებებით უნდა ჩაერთონ უცხოეთში და რუსეთში მყოფი ქართველი კრიმინალები სააკაშვილის მთავრობის დამხობაში. თან ამ საქმეში რამდენი მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს თითოეულმა კანონიერმა ქურდმა. ამ ფულის გათეთრებას, საქართველოში შემოტანასა და ოპოზიციისთვის გადაცემას, რუსული სპეცსამსახურები საკუთარ თავზე იღებენ. აი, ასეთია სამკუთხედი, რომელიც ამ ეტაპზე უპირისპირდება ხელისუფლებას: კრემლი, კანონიერი ქურდები, რადიკალური ოპოზიცია.
"დრონი.ჯი-ს" ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე წასვლაზე უარი თქვა დავით გამყრელიძემ, ხოლო შალვა ნათელაშვილი ჯერ კიდევ ფიქრობს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100