სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენიმე დაკავებული პირი, ნაცემი ხაბეიშვილი და დაპირისპირება მერიის წინ აქციაზე

ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია თბილისის მერიასთან, სადაცნაციონალური მოძრაობისწევრების და პარტიის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს. სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთელს პერიმეტრს აკონტროლებენ. ასევე მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამახური იცავს.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, მერიასთან რამდენიმე ადამიანია ნაცემი. მელიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ აქციის ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი ნაცემია და ის თბილისის მერიაში შეიყვანეს.
”არა მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი, არამედ აქციის რამდენიმე მონაწილეა მძიმედ ნაცემი. მივმართავ თბილისელებს, მზად ვარ დავტოვო მანდატი ხვალვე და ვიბრძოლო როგორც თბილისელმა. ეს ქალაქი ყველასია. ეს პროტესტი გაგრძელდება და იქნება მძლავრი და გადათელავს დანაშაულებრივ რეჟიმს”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე აქციაზე სავარაუდოდ სამი მონაწილე დააკავეს. დაკავება პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და შავი ფერის ”ჯიპში” მჯდომ პირებს შორის დაპირისპირების შემდეგ მოხდა. ნიკა მელია აღნიშნულ მანქანაში მჯდომ პირებს მხარდამჭერებთან ერთად მიუვარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

მელიას თქმით, აღნიშნული პირები არიან სუს-ის თანამშრომლები და სწორედ ამ მანქანიდან გაცემულ ბრძანებებს ასრულებენ სამართალდამცველები.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ჯერ მერიის შესასვლელთან სცემეს, შემდეგ კი მერიაში შეიყვანეს. ხაბეიშვილის თქმით, მას პოლიციელები თავის არეში ურტყავდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100