სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო გაატარეთ პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში. მეგობრებთან, რომლებთანაც საერთო ინტერესები გაქვთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ, ან იქნებ დროა, მეგობრები გააცნოთ?

კურო
ჰარმონიული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ნუ მოცდებით წვრილმანებზე. საყვარელი ადამიანთან იყავით ბუნებრივი.

ტყუპი
სამსახურის საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებებისთვის. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდით.

კირჩხიბი
შეეხმიანეთ უფროს ნათესავებს. გამონახეთ დრო ბავშვებისთვისაც. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ნუ იქნებით მის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი.

ლომი
საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიიღებთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და დრო ისე გადაანაწილეთ, რომ საღამოს საყვარელ ადამიანთან შეძლოთ განმარტოება.

ქალწული
შეხვედრებისა და ურთიერთობის დღეა. მეგობრებთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. საღამოს ნათესავები მოიკითხეთ.

სასწორი
საქმებით დატვირთული დღე გელით. ჰარმონიული ურთიერთობა დაისადგურებს ოჯახში. ეცადეთ გაანებივროთ ისინი მზრუნველობით. საყვარელი ადამიანი - რომანტიკით, სითბოთი.

მორიელი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ოჯახის წევრები დააფასებენ თქვენს შრომას. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად შოპინგი მოიწყვეთ.

მშვილდოსანი
ინიციატივიანი და ენერგიული ხართ. გამოგივათ ყველაფერი, რასაც დღეს ჩაიფიქრებთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები ნაცნობობა გელით.

თხის რქა
ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს. ზოგიერთი განსაკუთრებით საჭირო გახდება თქვენთვის. საღამოს შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ.

მერწყული
გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დღეა. თანამოაზრეებთან ერთად შეიძლება ფილოსოფიური საკითხებიც კი განიხილოთ. შუადღის შემდეგ მხიარულობა გელით.

თევზები
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. დაიხმარეთ ისინი საქმეების მოგვარებაში. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად კულტურულ ღონისძიებას დაესწარით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100