სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუსიკის გავლენა ჩვენს არჩევანზე

უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ბევრი კვლევა ჩატარდა იმის შესახებ, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მუსიკას ადამიანის გონებაზე. კვლევები ამტკიცებს, რომ მუსიკის ჟღერადობა, ტემპი, ჟანრი და სხვა მახასიათებლები მოქმედებენ იმაზე, თუ რამდენ დროს ატარებს მომხმარებელი მაღაზიებსა და რესტორნებში, რას და როგორ ყიდულობს და მოიხმარს, და როგორ განეწყობა კონკრეტული პროდუქტისა თუ ბრენდის მიმართ კლიენტი.

სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია მანიმენი გაეცნო ბოლო დროის კვლევებს და გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას მომხმარებლის ქცევის შესახებ.

● მუსიკის ხმის სიმაღლე გავლენას ახდენს, როგორც შოპინგის აღქმად დროზე ასევე რეალურ დროზე, რომელსაც მომხმარებელი ნივთების არჩევასა და შეფასებას უთმობს.

● შენი საყვარელი ჟანრის მუსიკის ფონზე, შოპინგის პროცესი, რა თქმა უნდა, უფრო სასიამოვნოა, თუმცა რთულია მოერგო ყველა ადამიანის გემოვნებას. ამიტომ, ხშირად, თანამედროვე, პოპ-მუსიკას მოისმენ მაღაზიებში - ნაცნობი მელოდიები უფრო დადებითად განაწყობს მომხმარებელს.

● მუსიკის ტემპი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამაა. რაც უფრო ნელი და წყნარი მუსიკა გესმის, მით უფრო მშვიდად ატარებ შოპინგის პროცესს და შესაბამისად, მაღაზიაშიც უფრო დიდ ხანს ჩერდები. თუმცა, მხიარული და სწრაფი მუსიკა კარგ ხასიათზე გაყენებს, რაც დადებითად განგაწყობს სხვადასხვა პროუქტისა თუ სერვისის მიმართ.

ნაცნობი, პოპ-მუსიკის პოპულარობა მაღაზიებში, კიდევ ერთი რამით აიხსნება. ასოციაციურად გახსენდება სასიამოვნო მომენტები, რაც პროდუქტისა და ბრენდის მიმართ შენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს. კვლევები ამტკიცებს, რომ ამ დროს უფრო მარტივად იღებ გადაწყვეტილებებს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყიდვის პროცესიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

● დიდ, კომერციულ და შედარებით ხელმისაწვდომი ფასების მქონე მაღაზიებში ძირითადად, ისევ პოპ-მუსიკას, როკენროლს ან ტექნოსირჩევენ;

● ძვირადღირებულ, მდიდრულ მაღაზიებში ან კაფეებში - კლასიკას ან ჯაზს;

● სპეციფიურ, კონკრეტულ კატეგორიაზე გათვლილ მაღაზიები სპეციფიურ მუსიკას გვთავაზობენ - იქნება ეს ბლუზი, ქანთრი თუ სხვა რამ.

● ყველაზე იშვიათად მძიმე როკი, რეპი, ფსიქოდელიკური და პროგრესიული მუსიკას მოისმენ - ეს ბუნებრივიცაა - დამთრგუნველი მუსიკა უარყოფითად მოქმედებს მომხმარებლის განწობაზე. ნათელი და მხიარული მუსიკა კი პირიქით - სტიმულატორია.

მანიმენი დაინტერესდა საქართველოს მონაცემებით და აღმოჩნდა, რომ 48% ადამიანებისა ყურადღებას აქცევს მუსიკას ყიდვის პროცესის დროს და ამ ადამიანების 73% პროცენტი თვლის, რომ მუსიკა კარგ განწყობას ქმნის და სასიამოვნო მუსიკის ფონზე რაიმეს შეძენის სურვილი უჩნდებათ, 38% მიიჩნევს, რომ მუსიკას დიდი მნიშვნელობა აქვს სასიამოვნო გარემოს შექმნისათვის, თუმცა მათ გადაწვევტილებებზე ეს ნაკლებად მოქმედებს, ხოლო დანარჩენი 14% თვლის, რომ მუსიკას არანაირი გავლენა არ აქვს ყიდვის პროცესზე.

როგორც ვნახეთ, მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შოპინგის დროს, თუმცა შოპინგის პროცესი უფრო სასიამოვნო მაშინაა, როცა საჭირო თანხით ხარ უზრუნველყოფილი. MoneyMan-ი თქვენი კომფორტისა და სიამოვნების გარანტია - თქვენი ერთგული მეგობარი, რომელიცუსწრაფეს და უმარტივეს მომსახურებას გთავაზობთ.

ისარგებლე MoneyMan.ge-ს მომსახურებით, მიიღე მაქსიმალური სიამოვნება შოპინგისგან და ნუ გადადებ ცხოვრებას ხელფასამდე - აისრულე სურვილები დღესვე!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირიდი მანიმენის ქოლცენტრს: +995 322 470017

მიწერე facebook-ზე: https://www.facebook.com/MoneyMan.ge/

ან ესტუმრეთ მის ვებ–გვერდს::www.MoneyMan.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100