სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Front News: სამების ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შესაძლოა, რამდენიმე სასულიერო პირი დააკავონ

Front News-ის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული.

როგორც Front News-ის წყარო აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან კონსულტაციები უკვე გაიმართა.

წყარო შსს-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ ხანძრის კერასთან ახლოს აღმოჩენილია ე.წ. ცელოფნით გაკეთებული ჯაჭვი, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ცეცხლი სწორედ მისი დახმარებით გაჩნდა.

გამოძიებამ ხანძრის გაჩენის საქმეზე რამდენიმე პირი მათ შორის სასულიეროც უკვე დაიკითხა და კიდევ რამდენიმეს დაკითხვა იგეგმება.

როგორც Front News-ის წყარო აცხადებს, არ არის გამორიცხული, საქმეში სასულიერო პირებიც ფიგურირებდნენ და ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში მათი დაკავებაც კი მოხდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100