სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძიძამ 3 წლის ბავშვი მოკლა, თავი მოაჭრა და სახლი გადაწვა

მოსკოვში ძიძამ ბავშვი მოკლა, თავი მოაჭრა და სახლი გადაწვა. დამნაშავე უკვე დაპატიმრებულია. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფაქტის დამადასტურებელი კადრებს რუსული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დილის 9 საათზე, მეათე სართულის ფანჯარაში კვამლი მეზობლებმა შენიშნეს. სამაშველო სამსახური ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას. ცეცხმოკიდებული სახლიდან მათ 4 ადამიანი გამოიყვანეს.

ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დამწვარ ბინაში იპოვეს 3 წლის გოგონას ცხედარი, რომელსაც თავი არ ჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით დანაშაულის იარაღი ნაჯახი გახლდათ.

ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით დამნაშავე შუააზიელი ქალბატონია, მისი სახელი და გვარი არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ის 1977 წელსაა დაბადებული.

აღსანიშნავია კიდევ ერთი საზარელი ფაქტიც, ინციდენტიდან რამდენიმე საათში მკვლელი ძიძა მეტროსადგურთან გამოჩნდა, ის ქუჩაში მიაბიჯებდა და ხელში ბავშვის თავი ეჭირა.

მკვლელობის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100