შეყვარებული ქალის თვალით დანახული კაცი, რომელსაც ყველა ქალი ინაწილებს
ხანდახან,
ძალიან მინდა
დაგტოვო ადამიანებთან
მარტო ..
( ან იმ
ქალებთან,
რომლებსაც,
არ ვიცი,
როგორ შეუძლიათ
ცხოვრება,
უმისამართო ღიმილით
ჩახუტება
სითბოს გარეშე
რომ ძალუძთ
. )
დაგტოვო.
დავდგე ცხოვრების
მეორე ბოლოში და
დაგიძახო
:
- მე შენს სიყვარულს ბრძოლა მოვუგე
და გითმობ ფინალს,
გტოვებ
ბავშვივით
სუფთას
და
გულწრფელს
ქალებთან,
მხოლოდ იმისთვის ,
შენი ცხოვრების ფირი
ღიმილით სავსე კადრად
რომ გამოდგეს !
დასასრულს
კი
აღარც გახსოვდეს
მწვანეთვალება,
ხალებიანი
გოგო,
ტარიგად რომ შეეწირა
განცდებს.
კელიის კედლებში
მემილიონედ
ატრიალებდეს
შენი ცხოვრების ფერად ნიმუშებს ,
ოდესღაც ბავშვივით სუფთა
რომ შეგატოვა
ყალბ ცერემონიებს,
და დანაშაულის
მტკივნეული
განცდით,
გაქვავებული
იმეორებდეს
-
"ნუთუ,
მხოლოდ ეს არის ყველაფერი..
ნუთუ, მხოლოდ ეს არის ყველაფერი..
ნუთუ, მხოლოდ ეს არის ყველაფერი..
"
ასეთ დროს მკლავ ..
ასეთ დროს
ყველა ქალი,
იმ ჯალათებივით გინაწილებს,
მაცხოვარს
მზერა რომ
გაუსწორეს
ჯვარცმისას
!
თავხედურად
ყველასი ხდები...
და
ასეთ დროს აღარ მიყვარხარ!
..
მაგრამ ახლა,
აქ და ახლა,
შენს კმაყოფილ თვალებს
თამამად შეუძლიათ გამხილონ
და სულაც აღარ დადგეს
ჩემი ირეალური
განცდების
ახდენის დრო...
გეგუები ყველასნაირს,
ვიღაცეებისნაირს
...
მაგრამ მაინც
ბავშვივით
გულწრფელს
და სუფთას,,
დაგყურებ თითებზე და
ვამბობ ხმადაბლა
-შენ ჩემი ცხოვრების წესი ხარ ...
ასეთ დროს ვკვდები, მაგრამ მაინც მიყვარხარ!
კომენტარი