სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე მიულოცა ქეთა თოფურიას დაბადების დღე ქმარმა

ქეთა თოფურია დღეს 29 წლის გახდა. როგორ აღნიშნავს დაბადების დღეს და რა საჩუქრებს მიიღებს მომღერალი ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა საყვარელმა მამაკაცმა ქეთას დაბადების დღე საჯაროდ უკვე მიულოცა.

“დაბადების დღეს გილოცავ, ყველა დროის საუკეთესო დედავ და ცოლო“ - წერს გეიხმანი სოციალურ ქსელში და მილოცვასთან ერთად შვილთან გადაღებული ფოტოს ნაწილს აქვეყნებს. მილიონერი ბიზნესმენი ინტერნეტ მილოცვით რა თქმა უნდა არ შემოიფარგლა და მეუღლეს დღეს ახალი ავტომობილიც აჩუქა.

აღსანიშნავია, რომ თოფურიას დაბადების დღესთან ერთად დღეს ლევისა და ქეთას ქორწინების 2 წლის იუბილეცაა. წყვილმა 2013 წელს, სწორედ ქეთა დაბადების დღეზე გადაიხადა გრანდიოზული ქორწილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100