"მოგზაურობა კონ-ტიკით"
კონ-ტიკი მცირე ზომის იალქნიანი ხომალდია, რომელიც 1947 წელს ნორვეგიელმა მკვლევარმა თორ ჰაიერდალმა, სამხრეთ ამერიკიდან წყნარი ოკეანის გადაკვეთით, პოლინეზიის კუნძულებისკენ გასაცურად გამოიყენა. ხომალდს ინკების მზის ღმერთის ვირაკოჩას ძველი სახელი კონ-ტიკი უწოდეს.
ჰაიერდალს მიაჩნდა, რომ სამხრეთ ამერიკის ხალხებს კოლუმბამდეც შეეძლოთ პოლინეზიის კუნძულებისკენ გაცურვა და იქ დასახლება. ჰაიერდალმა და მასთან მყოფებმა სცადეს დაემტკიცებინათ, რომ კოლუმბამდე არსებული მოსახლეობისთვისაც იყო შესაძლებელი ოკეანის გადაკვეთა იმდროის საცურაო საშუალებებით. თუმცა, კონ-ტიკის ეკიპაჟს თანამედროვე საშუალებები, რადიო, რუკები, საათები, დანები და სხვ. მაინც ჰქონდა წაღებული ექსტრემალური შემთხვევისთვის.
კონ-ტიკის ექსპედიცია პირადი სესხებით დაფინანსდა, ამერიკელმა სამხედროებმა კი აღჭურვილობა აჩუქეს მოგზაურთა გუნდს. ჰაიერდალი თანამოაზრეებთან ერთად პერუს ეწვია, სადაც ესპანელი კონკისტადორების აღწერილობისა და ნახაზების მიხედვით, ადგილობრივი მასალების გამოყენებით, აფროსანი ააგეს და 1947 წლის 28 გავიდნენ ღია ოკეანეში. ჰაიერდალს 101-დღიან მოგზაურობაში თან ხუთი კომპანიონი ახლდა. მათ 4,300 მილი გადალახეს, სანამ 7 აგვისტოს რაროიას რიფს არ შეეჯახნენ ტუამოტუს კუნძულებთან. საბედნიეროდ, ყველა მგზავრი უვნებლად გადარჩა.
თორ ჰაიერდალის წიგნი ამ თავგადასავალზე ბესტსელერად იქცა. ნამდვილი კონ-ტიკი ამჟამად ოსლოს კონ-ტიკის მუზეუმშია დაცული და მნახველებისთვის არის წარმოდგენილი.
კომენტარი