ბეთელჰეიზე – სუპერგინანტი ვარსკვლავი
ბეთელჰეიზე, ნახევრად წესიერი ცვალებადი ვარსკვლავია, რომლის ბრწყინვალება იცვლება 5,8 წ პერიოდით 0,3-იდან 1,2 ხილულ ვარსკვლავიერ სიდიდემდე. ბრწყინვალების ცვალებადობა გამოწვეულია ვარსკვლავის რადიალური პულსაციით.
ბეთელჰეიზე დედამიწიდან დაშორებულია დაახლოებით 640 სინათლის წლით. იგი სიკაშკაშით მეორე ვარსკვლავია ორიონის თანავარსკვლავედში, ხოლო მეცხრე - ღამის ცაზე.
ეს წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი რომ მოვათავსოთ ჩვენი მზის სისტემის ცენტრში, მზის მაგივრად, მისი ზედაპირი მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის აღმოჩნდება და მთლიანად გადაფარავს მერკურს, ვენერას, დედამიწასა და მარსს. იგი მზეზე 1000-ჯერ დიდი და 50 000-ჯერ კაშკაშაა, მაგრამ მასით მხოლოდ 20-ჯერ აღემატება მას.
კომენტარი