სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: 2012 წლის ბიუჯეტი ხალხთან ერთად უნდა დაიგეგმოს

მთავრობა 2012 წლის ბიუჯეტის ხალხთან ერთად დაგეგმვას განაგრძობს. რა პრიორიტეტები უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, ხელისუფლების წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას ხვდებიან და მათ მოსაზრებებს ისმენენ. მორიგი გასვლითი შეხვედრა დღეს თელავში გაიმართება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსახლეობას შეხვდებიან.

მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისთვის მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართება. გუშინ ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში, გუბერნატორებსა და მინისტრთა კაბინეტს შეხვდა. სწორედ იქ დაევალათ გუბერნატორებას და მინისტრებს ხალხთან ერთად იმუშაონ ახალ პროგრამებზე.

სააკაშვილმა მინისტრებთან და რწმუნებულებთან შეხვედრაზე ეკონომიკური მიმართულებების პრიორიტეტებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უმთავრესი აქცენტი უნდა გაკეთდეს სოფლის მეურნეობაზე. კობა სუბელიანმა კი, პრეზიდენტისგან დავალება მიიღო – დაურიგდეს დევნილებს მიწები, რომელთა დამუშავებასაც სახელმწიფოს დახმარებით შეძლებენ.

პრეზიდენტმა გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დავალა, გურიაში ჩაის ქარხნების გახსნაზე იზრუნოს და ამ სფეროში მაქსიმალურად მეტი ადამიანი დასაქმდეს. გიორგი ღვინიაშვილს კი ქვეყნის პორველი პირისგან დაევალა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლოვაში კახეთი ერთ–ერთ ყველაზე აქტიურ ტურისტულ ზონად აქციოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად წამოწყებულ რეფორმებში აქტიურად ჩაერთოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100