სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინჯაზი - პირველი კლონირებული ცხოველი

ინჯაზი მსოფლიოში პირველ კლონირებულ ერთკუზიან აქლემს უწოდეს, რომელიც 2009 წლის 8 აპრილს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაიბადა. კლონირების სამეცნიერო პროექტს პერსონალურ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას უწევდნენ საამიროების ხელისუფლების უმაღლესი პირები.

ინჯაზი ზრდასრული, 2005 წელს სახორცედ დაკლული აქლემის საკვერცხის უჯრედებიდან წარმოიშვა. მისი დაბადების შემდეგ, ცხოველის დნმ-ი გამოიკვლიეს დუბაის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის ლაბორატორიაში. დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ ინჯაზის დნმ და საკვერცხის საექსპერიმენტო უჯრედების დნმ იდენტურია, რითაც დადასტურდა, რომ ინჯაზი სწორედ ამ საექსპერიმენტო კვერცხუჯრედებიდან წარმოშობილი კლონია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100