რა იყო აღმაშენებლის მთავარი ღირსება და ვის როგორ უნდა ეკუთვნოდეს საქართველო?
საქართველო ყველას თანაბრად ეკუთვნის, - ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარნეულში აზერბაიჯანელ ენოვან მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
"ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ვისაც ვისი
არჩევის მცდელობა არ უნდა
ჰქონდეს, ჩვენი
მთავარი მიღწევა არის საქართველოში ჩვენი სამოქალაქო მშვიდობა. ჩვენი
მთავრი მიღწევა ბოლო წლებში არის ის, რომ ჩვენ აღარ
ვყოფდით ადამიანებს ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა
ნიშნით. ყველაზე დიდი საქართველო იყო დავით
აღმაშენებლის საქართველო და აღმაშენებლის მთავარი ღირსება ის იყო,
რომ ერთნაირად ლოცულობდა ეკლესიაშიც და მეჩეთში, ერთნაირად პატივს სცემდა საქართველოში მცხოვრებ ყველა
ჯგუფის წარმომადგენელს, ეთნიკურ ქართველებსა და ყველა
რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს, ქრისტიანებს და მუსულმანებს. არ უნდა
მივცეთ არავის საშუალება სამოქალაქო მშვიდობისა და განვითარების შერყევის" , - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარნეულის მოსახლეობასთან სოფელ ალგეთში გამართულ შეხვედრაზე.
კომენტარი