სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 კეთილი ფილმი, რომელიც ზამთრის ცივ საღამოებს გაგითბობთ

საღამოს, სახლში, როცა გარეთ ცივა და იძულებული ხართ გასართობი 4 კედელში მოქცეულმა მოძებნოთ, ალბათ არჩევანს ფილმებზე ხშირად აკეთებთ და სწორედ ამიტომ აღნიშნული სიტუაციისთვის შესაფერის რამდენიმე ფილმს გთავაზობთ.

Stealing Beauty/წარმავალი სილამაზე - მთავარ გმირს ზაფხულის გატარება ოჯახის ძველი მეგობრების ვილაზე მოუწევს, კვლავ უნდა შეხვდეს მამაკაცს, რომელმაც ოთხი წლის უკან მას ცხოვრებაში პირველი კოცნა აჩუქა. როგორ განვითარდება მოვლენები ამას ფილმიდან შეიტყობთ

Leap Year/ნაკიანი წელიწადი - ირლანდიური ტრადიციის თანახმად ნაკიან წელიწადში გოგონას შეუძლია თავად სთხოვოს ბიჭს ხელი, ფილმის მთავარი გმირი ამ შანსის გამოყენებას გადაწყვეტს, რაც მის ცხოვრებაში დიდ გარდატეხას მოახდენს.

Under the Tuscan Sun/ტოსკანის ცის ქვეშ - ფილმის მთავარი გმირი მოულოდნელად გადაწყვეტს ტოსკანაში სახლის ყიდვას და მისი ცხოვრება სრულიად იცვლება. კარგად თუ ცუდად? ამას ფილმიდან გაიგებთ.

The Wedding Date/საქმრო ქირით - ყოფილი შეყვარებულისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მის გარეშეც ბედნიერი ხარ ყველაფერზე შეიძლება წასვლა, თუმცა ფილმის გმირს ცოტა ზედმეტი მოუვიდა და საინტერესო ისტორიაც დაიწყო.

A Walk in the Clouds/ღრუბლებში გასეირნება - გოგონა დაორსულდა, ბავშვი მამამ კი ის მიატოვა, ერთი შეხედვით ეს ტრაგედიის დასაწყისია თუმცა შეიძლება ყველაფერი სხვაგვარადაც განვითარდეს და ამ ფილმში სწორედ სხვაგვარად განვითარების ერთ-ერთი ვესრიაა ნააამბობი.

Secondhand Lions/მეორადი ლომები - ფილმი ორი უცნაური მოხუცისა და თინეიჯერი ბიჭუნას საინტერესო ამბებს გვიამბობს.

Flying Home/გაფრენა სახლში - ამბავი ახალგაზრდა ამბიციური კორპორატიულ რეიდერზე და ფლამანდურ სტუდენტზე.

Shadows in the sun/აჩრდილები მზეზე - გამომცემლობის ახალგაზრდა რედაქტორი ჯერემი ტაილერი იღებს დავალებას - მოძებნოს იტალიაში ოდესღაც ცნობილი მწერალი უელდონ პერიში და რადაც არ უნდა დაუჯდეს. დავალება რთულია, მაგრამ სასიამოვნო. (აღნიშნული სახელწოდებით 2 ფილმი არსებობს და არ აგერიოთ, ჩვენ 205 წელს გადაღებულ მელოდრამას ვგულისხმობთ)

The Hundred-Foot Journey/სანელებლები და ვნებები - ინდოელი ემიგრანტების ოჯახი, რომლებიც ბედმა პროვანსის რაიონის პატარა ქალაქში მოახვედრა, გადაწყვეტენ გახსნან პატარა კაფე აღმოსავლური სამზარეულოთი და იწყება ისტორია.

The Bucket List/სანამ სიკვდილი მოვა - ორი ხანშიშესული ადამიანის ისტორია, რომლებიც კიბოს უკურნებელი დაავადებით არიან ავად. მათ გადაწყვიტეს, რომ სიკვდილის წინ უკანასკნელი სურვილები აისრულონ. მოხუცები გარბიან კლინიკის ონკოლოგიური განყოფილებიდან და იწყება ისტორია, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

The Best Exotic Marigold Hotel/საუკეთესო ჰოტელი მარიგოლდი - ეს გახლავთ ისტორია მოხუცებზე, რომლებიც ბევრ ახალგაზრდაზე უფრო ახალგაზრდები არიან და ბევრი ახალგაზრდისთვის საოცნებო ისტორიებიც გადახდებათ თავს.

The Magic of Belle Isle/ბელ აირის ჯადოქრობა - ცნობილი მწერალი ბრუნდება პატარა ქალაქში, სადაც ის პოპულარული გახდა. ის ცდილობს გამოავლინოს ერთ პატარა გოგონას ნიჭი, რომლის ტალანტსაც ჯერ კიდევ არ გაუშლია ფრთები...

The Grand Seduction/დიდი ცდუნება - პატარა ულამაზესი ქალაქი ზღვასთან. მოსახლეობა: 120 შექნეული მაცხოვრებელი. მათ ნამდვილად სჭირდებათ....

Will/უილი - ფეხბურთის გულშემატკივარი ბიჭის ისტორია, რომელიც 2005 წლის ჩემპიონტა ლიგის პარალელურად ვითარდება.

Shall We Dance/მოდი ვიცეკვოთ - შუახნის მამაკაცს საკუთარი ცხოვრება მობეზრდა, სამსახური, ცოლი, შვილები, ყველაფერი ისეთი ბანალური გახდა, რომ არაფრის ხალისი აღარ აქვს, სიცოცხლემ თითქოს აზრი დაკარგა და უცებ ის ფანჯარაში ხედავს ულამაზეს ქალს, რის შემდეგაც იწყება კარგი ისტორია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100