3 აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი - დღის საათები შემოქმედებითი გეგმების რეალიზებას და რომანტიკული ურთიერთობის მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს შემართება და სასიყვარულო ვნება შეუფერებელი იქნება. დღის ბოლოს გაგიჩნდებათ სასწრაფო საქმეები და გადაუდებელი ვალდებულება, რომლებიც დღის ბოლომდე უნდა მოაგვაროთ. ამასთან უცხო ადამიანების დახმარების გარეშე, რადგან სხვა ადამიანების სიბრალული და თანაგრძნობა დათვურ სამსახურს გაგიწევთ.
კურო - ახალი სტრატეგიის არჩევისთვის ნაკლებად შესაფერისი დღეა, საღამომდე დაბნეული იქნებით, ვერ გაერკვევით, რომელი მიმართულებით იმოქმედოთ. მსგავსი მდგომარეობა ოჯახურ ან პირადულ საქმეებში მომხდარი ცვლილებით იქნება გამოწვეული. საღამოს არსებულ სიტუაციას განსხვავებულად შეხედეთ, მისი ცვლილების მცდელობისას კი პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული ან ფარული გზები აამოქმედეთ.
ტყუპები - საქმეების დასრულებისა და რომანტიკულ ურთიერთობაში აქცენტების გადანაწილებისთვის ხელსაყრელი დროა. მოერიდეთ საგნების და პროდუქტების შეძენას აუცილებლობის გარეშე. დღის ბოლო მეტად რთული იქნება. ამ დროს მშობლებთან ან ოჯახის წევრებთან უთანხმოება გაძლიერდება.
კირჩხიბი - შეძენილი ნივთის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. სამკაულების, კოსმეტიკის და საჩუქრების შეძენას მოერიდეთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვისთვის საღამო ხელსაყრელი დროა. საქმიანი შეხვედრების, სასწრაფო მიმოსვლისა და ავტოსერვისში ვიზიტისთვის კარგი მომენტია. მეზობლებთან ან ახლობლებთან აქტიურად ითანამშრომლებთ.
ლომი - დღეს ფსონი მიმზიდველობაზე გააკეთეთ. თავშეკავებულობა, წონასწორობა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი საუკეთესოდ წარმოგაჩენთ. ხიბლის მეშვეობით საკამათო საქმიანი საკითხების მოგვარებასა და ხელფასის მომატებას ნუ ეცდებით. საღამოს წვრილმან ფინანსურ და საქმიან აფიორას მოერიდეთ.
ქალწული - დღის საათები სასიყვარულო საქმეების, ფინანსური გეგმებისა და კრეატიული ჩანაფიქრების გადახედვას დაუთმეთ. იდეებზე, რომელთაც პრაქტიკული ღირებულება არ აქვთ და ტვირთად გაწვებათ უარი თქვით. საღამოს კვებაში, საჭესთან, ასევე მჭრელ ინსტრუმენტებთან მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. ძლიერმოქმედი წამლების და ალკოჰოლის გამოყენებას, ასევე კამათსა და ინტრიგას, ხელშეკრულების გაფორმებას მოერიდეთ.
სასწორი - ზოგიერთ მეგობარში იმედი გაგიცრუვდებათ. გაუმართლებელ სამომავლო გეგმების რეალიზებაზე უარს იტყვით. საბედისწერო შეცდომის თავიდან ასაცილებლად დაიცავით ქცევის სტანდარტები, პროფესიული წესები და ტრადიციები. საღამოს მოვლენები გიბიძგებთ ნაკლებად პრინციპული და მეტად იმპულსური ტაქტიკისკენ. ქრონიკული დაავადება გაგიმწვავდებათ.
ღრიანკალი - ქალი-პარტნიორების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. სასურველი არ არის დახმარების თხოვნა საყვარელი ადამიანისთვის. თქვენი საუკეთესო დამხმარე გამოცდილი სპეციალისტები იქნებიან, რომლებმაც თავიანთი საქმე შესანიშნავად იციან. დღის ბოლოს რეგლამენტიდან შეგიძლიათ გადაუხვიოთ.
მშვილდოსანი - დღის საათები პირადული გავლენის გაფართოებას დაუთმეთ. ამასთან, დიდ მნიშვნელობას მატერიალურ საკითხებს ნუ მიანიჭებთ და ყველას თავის მოწონებას ნუ ეცდებით. საღამოს თქვენი განწყობა ცვალებადი, ხოლო საქციელი ნაკლებად თანმიმდევრული იქნება. გაღიზიანებას, სიჩქარეს, იმპულსურობას, უფროსობასთან და ახლობლებთან წვრილმანებზე კონფლიქტს მოერიდეთ.
თხის რქა - გარემოება ერთდროულად შემოქმედებითი და საქმიანი იქნება. ერთობლივი რესურსების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელი მომენტია. საგადასახადო ინსპექციაში ვიზიტი მოგიწევთ და შემოსავლის შესახებ ანგარიშის ჩაბარება. დროა სასიყვარულო ილუზიებზე უარი თქვათ. დღის ბოლოს ტაქტიკა შეცვალეთ, მიმდინარე პრობლემების მოგვარებით დაკავდით. შორეულ ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობა გექნებათ.
მერწყული - ტონის მიმცემი, დღეს სხვა ადამიანები იქნებიან, ხოლო თქვენ დროულად უნდა აიტაცოთ მათ მიერ შექმნილი განწყობა. თქვენთვის სხვების პრინციპულობა ან ახირებულობ ნაკლებად მოსაწონი იქნება. ურთიერთობის პოზიტიურ მხარეებზე ყურადღება გაამახვილეთ. ნეგატიურ მხარეებზე ყურადღების გამახვილებით, საღამოს გაღიზიანებული იქნებით და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში გაუგებრობა, ტყუილი ან კამათია მოსალოდნელი.
თევზები - ხელსაყრელი პირობები რუტინული საქმისთვის დღისით იქმნება, რომელიც მაღალ პასუხისმგებლობასთანა დაკავშირებული. ჩვეული საქმიანობა ნაკლებად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ. შემოსავლიანი საქმის ძიებისთვის ნაკლებად შესაფერისი მომენტია, საღამოს გარშემომყოფებთან ურთიერთობა მძაფრ კონკურენციაში გადაიზრდება. ბრძოლაში მოგიწევთ ეფექტური, თუმცა ნაკლებად პატიოსანი მეთოდის გამოყენება.
კომენტარი