ლათინურ ამერიკაში მაიას ტომის კალენდრის ბოლო დღისთვის ემზადებიან
ლათინურ ამერიკაში მაიას ტომის კალენდრის ბოლო დღისთვის ემზადებიან. გვატემალაში, პერუსა და მექსიკაში ადგილობრივი შამანები საგანგებო რიტუალებს მართავენ.
ინდიელთა ტომების შთამომავლები წინაპრების ღმერთებს კაცობრიობის შეწყნარებას და სამყაროს დასასრულის თავიდან არიდებას სთხოვენ.
ხალხი უკვე იკრიბება მაჩუპიქჩუში. ასობით ტურისტი მივიდა კოპანას ნაქალაქარზეც. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი არმაგედონის მოლოდინის გამო რამდენიმე სკოლა დაიხურა. მიჩიგანის რამდენიმე სკოლაში არც ერთი მოსწავლე არ მივიდა.
კომენტარი