სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად და პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ მოძრაობა “SOS!” აქციას გეგმავს

მოძრაობა "SOS" ხუთშაბათს , 15 ნოემბერს, 15:00 საათზე გამართავს მშვიდობიან მსვლელობას და საპროტესტო აქციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან პოლიტპატიმარ ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად და ქვეყანაში გმირების დაპატიმრების დასაგმობად, ასევე მოვითხოვთ იუსტიციის მინიტრის თეა წულუკიანის დაუყოვნებლივ გადადგომას, ვინაიდან მისი მინისტრობა პირდაპირ საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგებიან დემოკრატიისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს არ უტოვებს მას მორალურ და პოლიტიკურ უფლებას იყოს ქვეყნის იუსტიციის მინისტრი.

ასევე, იუსტიციის ახალი მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის, გიგი კალანდაძის დაკავების ფაქტის შედეგად ჩაიშალა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ნოემბრის ვიზიტი. ნატოს მიერ ვიზიტის გადადების ფაქტის დადასტურების შემდეგ, გენერალი კალანდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, ნატოს სამხედრო კომიტეტის დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლის ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ქმედება მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

მოვითხოვთ, თეა წულუკიანის დაუყოვნებლივ გადაყენებას დაკავებული თანამდებონიდან და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროტესტი და მსვლელობა იუსტიციის სამინისტროდან მთავარ პროკურატურამდე.

მოვიდა დრო, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და დემოკრატიული პრინციპები. ყველას, ვისაც გინდათ ჩვენთან ერთად დადგეთ სამართლიანობისა და დემოკრატიის სადარაჯოზე შემოგვიერთდით.

ბაჩო ახალაიას პატიმრობაში ყოფნა არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და შეიარაღებული ძალების შეურაცხყოფა რაზეც ჩვენ „არა“-ს ვამბობთ!

ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის!

გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ის საფრთხეშია!

SOS !!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100