სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იგეგმება წერტილოვანი შეზღუდვები - ამირან გამყრელიძე

აჭარის, გურიისა და იმერეთის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება. იმერეთში, ჭიათურის რაიონის მაღაროებში გვაქვს ბევრი შემთხვევა, იგივე ითხვისის მაღაროებსა და სოფლებში, "აჭარა ტექსტილში" არის ბევრი შემთხვევა, გვაქვს მცირე ეპიდაფეთქებები... რა თქმა უნდა ამ ადგილებში წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმება და ტარდება კიდეც" - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100