სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გარდაიცვალა გაგუდვით, დახრჩობით“ – ექსპერტიზის პასუხი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ოჯახისთვის უკვე ცნობილია.

სხვა კითვებთან ერთად დასკვნაში ასახულია პასუხი კითხვაზე – რამ გამოიწვია 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი?

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვალების უშუალო მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა, თუმცა ექსპერტმა გარდაცვლილის სხეულზე ასევე სიცოცხლისდროინდელი რამდენიმე დაზიანება აღმოაჩინა.

ინფორმაციას ადასტურებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი გელხაურიც:

„ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არის ასფიქსიით გარდაცვალება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გარდაიცვალა გაგუდვით, დახრჩობით“, – ამბობს გელხაური.



წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100