"ყველაზე უსამართლო რამ არის შვილისა და ქმრის ერთ დღეს დაკარგვა... ვანესა, მე ვლოცულობ, რომ გაუძლო ამ ტრაგედიას" - ასე ემშვიდობება ჯენიფერ ლოპესი ლეგენდარულ კალათბურთელს
"ოჯახი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ვათვალიერებ ჩვენს განვლილ დღეებს და მოგონებებზე მეფიქრება, იმაზე რაც ერთად გაგვიტარებია. მამა და შვილი ერთ დღეს, ეს საშინელებაა.
ჩვენ ყველანი უდიდეს მწუხარებას ვგრძნობთ ამ დანაკლისის გამო, მაგრამ ყველაფერი, რაც მე შემიძლია განვიცადო ქვიშის მარცვალია იმასთან შედარებით, რაც ახლა ვანესამ (კობის ცოლი) უნდა გაიაროს.
ვანესა, მე გიგზავნი მთელს ჩემს სიყვარულს და ვლოცულობ შენზე, თქვენს შვილებზე და სხვა ოჯახებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ დღევანდელ ტრაგიკულ მოვლენებში. ყველაზე უსამართლო რამ არის ბავშვისა და ქმრის დაკარგვა ერთ დღეს. ვანესა, მე ვლოცულობ შენი სიძლიერისთვის და რომ ღმერთმა გაგაძლიეროს ამ ურთულეს გზაზე... ვლოცულობ. დანარჩენი ოჯახებისთვისაც, რომლებიც განიცდიან ამ წარმოუდგენელ ტრაგედიას, ღმერთი იყოს თქვენთან.
კობი, შენ ამდენი ადამიანისთვის იყავი კუმირი და სამუდამოდ გვემახსოვრები. მადლობა, რომ ასეთი შესანიშნავი და მისაბაძი იყავი. არასოდეს დაგვავიწყდები". - ასეთი სიტყვცებით გამოემშვიდობა ჯენიფერ ლოპესი კობი ბრაინტს და სოციალურ ქსელში ლეგენდარულ კალათბურთელთან და მის ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
შეგახსენებ, რომ გუშინ ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი იყვნენ. სრულიად მსოფლიო მოიცვა ამ საშინელმა ტრაგედიამ. ლეგენდარული კალათბურთელის ფანებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში გლოვა გამოცხადა და მათი ცრემლების ამსახველმა ვიდეომ სრულიად ინტერნეტ-სივრცე დაამწუხრა.
კომენტარი