სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუდი ახდუნებს, კარტოფილი „ფრი“ კი სიმელოტეს ებრძვის - მეცნიერებმა პროდუქტების დადებითი თვისებები აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს სხვადასხვა პროდუქტის დადებითი მახასიათებლები და გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნაური და გარკვეულწილად სასიხარულო აღმოჩნდა, ვინაიდან პროდუქტები, რომელთა შესახებაც აქამდე მხოლოდ უარყოფითი მხარეები ვიცოდით, ორგანიზმისთვის სასარგებლოც ყოფილა.

კარტოფილი ფრი

აქამდე ამის შესახებ არავინ იცოდა, თუმცა ახლა მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კარტოფილი „ფრი“ თმის ცვენას აჩერებს. როგორც მკვლევარები განმარტავენ, „ფრის“ შეწვისას მზარეულები სუნელებში სწორედ იმ მინარევებს იყენებენ, რომლებიც თმის ცვენის საწინააღმდეგო წამლებსა თუ მოვლის საშუალებებში შედის. ამის დასადასტურებლად ცდები ჩაატარეს თაგვებზე, რომლებსაც ზემოთ აღნიშნული მინარევის მიღების შემდეგ ბეწვის ზრდა მკვეთრად დაეტყოთ.

შოკოლადი და ღვინო

ის ნივთიერება, რომელსაც ღვინო და კაკაო შეიცავს, აქტიურად ებრძვის სეზონურ დაავადებებს და ერთგვარი ანტივირუსია. შესაბამისად, ღვინო და შოკოლადი გარკვეულწილად ანტივირუსული პროდუქტებია.

მზესუმზირა

ამერიკელმა მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირაში შემოავალ E და C ვიტამინების სინთეზს შეუძლია კანი დაიცვას ულტრაიისფერი სხივებისგან. ამასთან, აქტიურად ებრძვის სიბერესა და ნაადრევ ნაოჭებს.

ტომატის პასტა

მკვლევარები ახალ ცდებზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ ტომატის პასტა და ზოგადად პომიდორი რადიაციულ გამოსხივებას ეფექტურად ებრძვის. ასევე, უტრაიისფერი სხივებისგან მიღებულ დამწვრობასაც კარგად უმკლავდება. ცდების მიხედვით ტომატის დადებითი შესაძლებლობები 10-12 დღეში გახდა ცხადი, როდესაც შედეგი თვალსაჩინო იყო.

ლუდი ახდუნებს!

ორეგონის შტატის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც ლუდი ერთგვარი გასახდომი საშუალებაა, თუ მას ძალიან დიდი დოზით არ მიირთმევთ. ექსპერიმენტი აქაც თაგვებზე ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ლუდის დოზირებულად მიღების შემდეგ მღრღნელები წონაში შემცირდნენ. ასევე, ის კარგია მაღალი წნევისა და დიაბეტის დროს.

ცხელი ჩაი გლაუკომის წინააღმდეგ

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხელი ჩაი სასარგებლოა მათთვის, ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს. ის ებრძვის გლაუკომიას (მხედველობის ნერვის შევიწროვება, რაც საბოლოოდ სიბრმავეს იწვევს). ამ კვლევაში თავად იმ ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც თვალის პრობლემები ჰქონდა. იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით მიირთმევდნენ ჩაის, გამოვლინდა კიდეც მათი დაავადების ეტაპები, ხოლო მათ, ვისაც ჩაის ხშირი მირთმევა უყვართ, თვალის პრობლემებით თითქმის არ იტანჯებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100