სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე გამოიყურება ქართველი ექიმის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი - იხილეთ ფოტოები

23 წლის აარონ ჰერნანდესი პოლიციამ ქართველი ექიმის დავით კანდელაკისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მამაკაცის ჯოშუა რაისის მკვლელობისთვის დააკავა. ორივე მათგანი ერთი და იგივე იარაღით არიან მოკლულები. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, გამოძიება საბოლოოდ მაინც არაა დასრულებული და მიმდინარეობს მკვლელობის დამატებითი დეტალების დადგენა.
როგორც პოლიციამ დაადგინა, აარონსა და ჯოშუას ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებათ, თუმცა შემდეგ დაშორდნენ. ამის შემდეგ ჯოშუა 10 იანვარს პოლიციას მიმართავს სარჩელით, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები და აარონს მასთან მიახლოება აუკრძალონ, თუმცა სასამართლომ სარჩელის განხილვა ვერ მოასწრო.
როგორც დრონი.ჯი-მ გაარკვია, წყვილი ერთმანეთს გასული წლის დეკემბერში დაშორდა, თუმცა მანამდე 3 წელი იყვნენ ერთად. ჯოშუა კენტუკის შტატში ტეხასურ რესტორანში მუშაობდა. მას ბოლოს 9 დეკემბერს აქვს თავისი ყოფილი შეყვარებულის პოსტი დალაიქებული, ამის შემდეგ კი მათი გზები მალევე იყრება.
აარონს ორმაგი მკვლელობის გარდა ბრალი ედება ნივთიერი მტკიცებულებების გაყალბებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100