ხანძრით დაზარალებულებისთვის საქველმოქმედო აქცია დაიწყო
“ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო ანგარიში გაიხსნა. ს.ს. "სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობის ინიციატივით, ანგარიში სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ შექმნა. დახარალებულების დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვილ თანხას, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გადაანაწილებენ და ის აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს მოხმარდება.
დახმარების თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:
ს.ს. ,,თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002
ს.ს. ,,ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602
ს.ს. ,,ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608
მიმღები - ააიპ სავაჭრო - კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.
ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ საქველმოქმედო ზარი საქართველოს ნებისმიერი ოპერატორის ,,მაგთის", ,,ჯეოსელის", ,,ბილაინის" აბონენტებმა შემდეგ ნომერზე 0 901 901 959
ზარის ღირებულება 1 ლარი.
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება მოუწოდებს სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებს თუ რიგით ადამიანებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.
კომენტარი