სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტი ჩაერთე რაგბიში და ნატახტარის ლიმონათის თასი

9 ნოემბერს, 16:00 საათზე, შევარდენის რაგბის აკადემიის სტადიონზე (მის: თბილისი, ბოგდან ხმელნიცკის ქ. 40) გაიმართება პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ პრეზენტაცია. ღონისძიებას უმასპინძლებენ, დამსწრე საზოგადოებას პროექტის დეტალებს გააცნობენ და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ:

· საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი

· საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე

· რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაჭარავა

· კომპანია ნატახტარის კორპორაციული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

ოფიციალური სიტყვით გამოსვლებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, რომელსაც ხელს კომპანიის, რაგბის კავშირისა და ასოციაციის ხელმძღვანელები მოაწერენ ხელს, გაიმართება საჩვენებელი თამაში პროექტში ჩართულ ბავშვებს შორის.

პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ მიზანია რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა.

პროექტში 2017 წელს ჩაერთვება მთლიანობაში 169 სკოლა და გადამზადდება 300 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ 3500-ზე მეტ ბავშვთან. ამ ეტაპზე 150 სკოლა უკვე მონაწილეობს „ჩაერთე რაგბიში“-ის აქტივობებში და 86 პედაგოგმა გაიარა გადამზადების სრული კურსი. ამასთან, 20-მა ინსტრუქტორმა გაიარა სპეციალური ტრენინგი სპორტის მასწავლებლებთან სამუშაოდ.

პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ ფარგლებში 2017 წელს თბილისის ყველა სკოლის მასშტაბით გაიმართება ფესტივალი „ნატახტარის ლიმონათის თასი“.

პროექტი „ჩაერთე რაგბიში“ (Get into Rugby) „ევროპა რაგბის“ რეკომენდაციითა და სტანდარტებით ხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100