სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუ ტირი ბებო, გაიხსენე ღვთისმშობელსაც მოუკვდა შვილი...

ნუ ტირი ბებო,
გაიხსენე ღვთისმშობელსაც მოუკვდა შვილი.

ჰო ზოგჯერ მეც მგონია,
რომ
ხელისგულზე დასმული ჭიანჭველა ვარ
და
არ ვიცი საით წავიდე.

ამ ზამთარშიც
შიშველი ხელებით გადაწმენდ თოვლს
ლაშას საფლავზე,
სანთელს დაანთებ
და
მიწას ღვენთით გაათბობ,
შენი სული მიიკრავს გაყინულ მარმარილოებს,
ზღვაში ამოსული ყვავილი ხარ,
უდაბნოში დაკარგული ქვიშის მარცვალი,
არ შეიძლება,
რომ
მე და შენ ერთნაირად ვუყვარდეთ ღმერთს,
მე თვითონ იმდენად მიყვარხარ.

შენი ცრემლები გულიდან ჟონავს
და
გამხმარი თითების ქვეშ ვგრძნობ სისველეს,
როცა მეფერები,
მე არ შემიძლია განუგეშო,
შენ თვითონ იმდენად მითანაგრძნობ,
რომ
ხარ ცოცხალი
და
ითმენ.

არის რაღაც,
რაც არ შეიძლება სიტყვებში ჩაატიო,
რაც არ შეიძლება სათქმელად გაიმეტო,
მე შენი სიჩუმე წარმოვიდგინე
და
გავქვავდი.

შენ?
შენ სხვა ხარ,
ზურგით ჯვარს ატარებ,
გულით შვილის ხსოვნას
და
რომ შეგეძლოს,
სხვის შვილს აღანდგენდი მკვდრეთით,
იმდენად გტკივა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100