23 იანვარი ლვოვში გლოვის დღედ გამოცხადდა
23 იანვარი უკრაინის ქალაქ ლვოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის მიზეზი კიევში დღეს მომხდარი შეტაკებების დროს აქციის მონაწილეების დაღუპვა გახდა.
ლვოვში შენობებზე ხვალ აღმართავენ დროშებს, რომლებიც სამგლოვიარო ლენტებით იქნება გაფორმებული. ამასთან, ლვოვის ქალაქის საბჭომ ყველა გასართობ დაწესებულებას თხოვნით მიმართა, მაქსიმალურად შეზღუდონ მუსიკა.
როგორც "უნიანი" წერს, კიევში დღეს მომხდარი შეტაკებების დროს სამი მომიტინგე დაიღუპა.
კომენტარი