სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში გარდაცვლილი სამი ახალგაზრდიდან ერთი-ერთი მღვდლის შვილი იყო

დრონი.ჯი-ს ინფორმაციით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა, გიორგი ხარატიშვილი, მღვდლის, მამა აბრაამის შვილი იყო.

შეგახსენებთ, რომ საშინელი ავარია ქუთაისში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სამი მამაკაცი მანქანაში დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100