რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციები სასამართლოსთან და ტელევიზიის ოფისთან
საქალაქო სასამართლოს შენობაში "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, არ დაუშვეს ტელეკომპანის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
სასამართლოსთან იმყოფებიან ტელეკომპანიის ჟურნალისტები, თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობადი სახეები და მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ "რუსთავი-2"-ს.
ამასთან, ტელეკომპანიის მხარდამჭერები არიან შეკრებილი ”რუსთავი 2”-ის ოფისთანაც.
კომენტარი