სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსების გვეშინია - კირბალში პანიკაა

ოკუპანტების პირისპირ მიტოვებული სოფელი - კირბალში პანიკაა. მოსახლეობა ამბობს რომ ოკუპანტების ეშინიათ, რადგან გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებენ ნორმალურად, გუშინდელმა ტრაგედიამ კი ეს შიში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახადა.

რუსების გვეშინია. თუ ახვალ ცოტა ზევით, დაგიჭერენ, წაგიყვანენ. ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები. საქონელი რომ მიდის, მაშინ ადის ხალხი. ვერიდებით, მაგრამ შეიძლება, საფლავზე ახვიდე და იქ დაგიჭირონ. 2008 წლის შემდეგ ასეთი რამე არავის ახსოვს. როგორ არ დაუჭერიათ, მაგრამ სროლა და მკვლელობა არ ყოფილა". - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100