სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლატვიამ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა

ლატვიამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა. სეიმმა დღეს, 11 აგვისტოს, ტერორიზმად აღიარა რუსეთის ძალადობა უკრაინისა და სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

ამასთან დაკავშირებით, ლატვიამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს გაზარდონ უკრაინის სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერა და მხარი დაუჭირონ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებების დაგმობისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის ინიციატივებს. ასევე შემოთავაზებულია რუსეთის იზოლაცია საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისგან. ლატვიელი დეპუტატები ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა, ლატვიამ მოითხოვა სანქციების შემოღება ბელარუსის წინააღმდეგ, როგორც მოსკოვის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი ქვეყნის.

ცნობისთვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ევროკავშირს მოუწოდებს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად და თვლის, რომ რუსეთი ISIS-ის მსგავსად იქცევა.

2 აგვისტოს ლატვიამ დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ტერორიზმად აღიარების შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100