ზესტაფონში 22 წლამდე მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
შემთხვევა დილით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, 22 წლამდე მამაკაცს ჯერ კიდევ ცოცხალს მიუსწრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის 115–ე მიხლით არის გამოძიება დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი