სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზღვის ძროხა – გადაშენებული ძუძუმწოვარი

ზღვის ძროხა, იგივე სტელერის ძროხა (Hydrodamalis stelleri an Hydrodamalis gigas) დღეისათვის უკვე გადაშენებულ ცხოველთა კატეგორიას მიეკუთვნება. ის ზოოლოგიაში ცნობილია, როგორც ზღვის ძუძუმწოვარი, სირენების რიგისა.

მისი სხეულის სიგრძე 8 მ აღწევდა, წონა 3,5 ტ-მდე ჰქონდა. მასიური თითისტარისებრი სხეული ბოლოვდებოდა ჰორიზონტალური ფარფლით. წინა კიდურებად ფარფლები ჰქონდა, უკანა კიდურები არ ჰქონია განვითარებული.

ზღვის ძროხას ახასიათებდა შიშველი, სქელი და უხეში კანი და უკბილო პირის ღრუ. სასა და ქვედა ყბის კიდეები დაფარული იყო წებოვანი, რქოვანი ფირფიტებით.

ბინადრობდა კომანდორის კუნძულებთან წყალმარჩხში. იკვებებოდა წყალმცენარეებით. ხორცისა და ქონის გამო უზომო რეწვის შედეგად, მთლიანად განადგურდა დაახლოებით 1765 წელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100