სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ეს ტკივილი... უმძიმესი ტრაგედიაა" - ვაკეში, დაღუპული 13 წლის გოგო ცნობილი პროფესორის შვილიშვილია

„შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ეს ტკივილი…უმძიმესი ტრაგედიაა ყველასთვის, განადგურებულები და უიმედონი დავრჩით. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა ანგელოზს. გული გაგიჩერდება ადამიანს მისი ოჯახის და ახლობლების შემხედვარეს.

სასტიკი და უსამართლოა ეს ცხოვრება. წარმოუდგენელია ბატონ ჯემალ გაბელიას, საოცრად კეთილს ამხელა ტანჯვა ენახა“,- ამ შინაარსის სამძიმრის წერილით ეხმიანებიან, თბილისში 22 ივნისს დატრიალებულ ტრაგედიას.

13 წლის გოგო, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა, ცნობილი პროფესორის, ჯემალ გაბელიას შვილიშვილია.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს პატარა ანგელოზის გარდაცვალების გამო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეძრა იმ უმძიმესმა ტრაგედიამ რაც პროფესორ ჯემალ გაბელიას ოჯახში დატრიალდა…მისი 13 წლის შვილიშვილი ნიჭიერი, წარმატებული ულამაზესი ნია გოგიჩაიშვილი გამაოგნებელმა ბრმა, ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა…უკან დარჩა ნიას განუხორციელებელი ოცნებები , ნათელი ხვალინდელი დღე…ის ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დღე იყო…ნათელი დაგადგეს ზეციურ საქართველოში უდროოდ გაფრენილო სიცოცხლევ, სადაც ყველაფერი შენი სულივით წმინდა და სპეტაკია…სადაც მარადიული სიხარულია…ჩვენი ცრემლიანი, ტკივილიანი სამძიმარი ბატონ ჯემალს, ოჯახს, მეგობრებს…ნათელში იქნები ნია, ანგელოზთა დასი გიგალობებს და უფალი მარადიულ სასუფეველს დაგიმკვიდრებს…“,- წერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, ტრაგედია თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე 21 ივნისს მოხდა. გოგონა გადავარდნის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100